ალავერდი
ალავერდის ტაძარი მრავალჯერდაზიანებულა მომხდურთაგან დამიწისძვრებისაგან. ტაძრის ყველააღდგენილი ნაწილი აგურით არისნაგები. XIX საუკუნის ბოლოსალავერდის ტაძარი შიგნითმთლიანად შეათეთრეს.
ალავერდის ხუროთმოძღვრულკომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.),გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. თავდაპირველად ალავერდიმამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათამონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრებიცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. აქმოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპეალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორეირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIIIს.) და სხვები.
ბოდბე
ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი დასაეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქ. სიღნაღიდან 2კმ-ზე. ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შკეთებული და რესტავრირებული. 1837 წლიდან ბოდბის მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც არსებობდა სამასწავლებლო სკოლა ხელსაქმისა და სამხატვრო განყოფილებებით.
გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე.
კომპლექსში შემორჩენილიაქართული ხუროთმოძღვრებისძეგლი - სამნავიანი ბაზილიკა(სამი შვერილი აფსიდით).ბოდბის მონასტერს გამორჩეულიადგილი უკავია საქართველოსსულიერ ცხოვრებაში. ამისმიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომაქ განისვენებს ქართველთაგანმანათლებელი, მოციქულთასწორი წმიდა ნინო. დაბა„ბოდბისი“ უფალმა ჯერ კიდევწმიდა ნინოს სიცოცხლეშიგანადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. და იმდროიდან მოყოლებული წმიდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველწყაროდ იქცა ქართველი ერისათვის.
შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები. ბოდბის მონასტერიოდითგანვე არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაცწარმოადგენდა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი,რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიცისწავლებოდა.
გრემი
გრემი- ნაქალაქარი გრემიმდებარეობს ალაზნის გადაღმამდ.ინწობის ნაპირზე, გრემი XVIსაუკუნეში საჰ-აბასის სასტიკდარბევამდე, კახეთის სამეფოსდედაქალაქი იყო. ნაქალაქარისმთავარი სიამაყეა, ლევან კახთამეფის მიერ1565 წელს აგებულიმთავარანგელოზთა სახელობისეკლესია და მეფის კოშკისებრისასახლე, რომელიც მთის ქედის ერთ-ერთ ტერასაზეა აღმართული.გრემი არაერთი საზოგადო მოღვაწის მუზა გამხდარა, შემოგთავაზებთ ოტარ ჭილაძის ლექსს
"როდესაც ასე ახლოა გრემი"
"როდესაც ასე ახლოა გრემი"
როდესაც ასე ახლოა გრემი,მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.და თუმცა გრემი არის ბებერი,არის დაღლილი და დანგრეული,მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,როგორც საყვარელ ქალის სხეული.მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს
სახეგაპობილ კედლის ალმური
და უკვე ვიცი, რად მიყვარს ასე
ვაზიც, ჩუქურთმაც და სალამურიც.მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს,მე ყველაფერი მგონია ჩემი,როდესაც ასე ახლოა გრემი,როდესაც ასე ახლოა გრემი!
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.და თუმცა გრემი არის ბებერი,არის დაღლილი და დანგრეული,მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,როგორც საყვარელ ქალის სხეული.მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს
სახეგაპობილ კედლის ალმური
და უკვე ვიცი, რად მიყვარს ასე
ვაზიც, ჩუქურთმაც და სალამურიც.მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს,მე ყველაფერი მგონია ჩემი,როდესაც ასე ახლოა გრემი,როდესაც ასე ახლოა გრემი!
იყალთო
იყალთოს მონასტერი- ქართულიხურორთმოძღვრებისთვალსაჩინო ნიმუში, მდებარეობსთელავის ჩრდილოეთით, 7-8კილომტრზე. სამონასტროკომპლექსი დააარსა ერთ-ერთმაასურელმა მამამ, ზენონმა VIსაუკუნეში. იყალთო ქართულიკულტურისა და განათლებისმძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, XI-XII საუკუნეებში არსენიყალთოელს აქ აკადემია დაუარსებია. კომპლექსში შედის სამი ეკლესია, მათშორის უმთავრესია ფერისცვალების სახელობის ტაძარი ”ღვთაება”, რომელიცკომპლექსის დამაარსებლის, მამა ზენონის საძვალეზეა აგებული და VIII-IXსაუკუნით თარიღდება.
ნეკრესი
ნეკრესი მდებარეობსსაქართველოს აღმოსავლეთით, ყვარლის რაიონში, სოფელშილდას მახლობლად. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესკულტურულ ცენტრს საქართველოში და მოიცავს საეკლესიო-სამონასტროშენობების კომპლექსს. შედგება რამოდენიმე სხვადასხვა დროის სტრუქტურულინაგებობისგან: უძველესი არის პატარა ბაზილიკური სტილის სამლოცველორომელიც თარიღდება IV საუკუნით; VI-VII საუკუნეებში აღიმართა მთავარისამლოცველო - ღვთისშობლის სახელობის ეკლესია, სადაც შემორჩენილიარამდენიმე მნიშვნელოვანი წარწერა და XVI საუკუნის ფრესკები. IX საუკუნეშიაშენდა გუმბათისებრი ეკლესიაც.
2008 წლიდან 2011 წლამდე მიმდინარეობდა ნეკრესის არქიტექტურულიკომპლექსის რეაბილიტაცია. 3 წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად,კახეთის ერთ-ერთ უდიდეს სამონასტრო კომპლექსს პირვანდელი სახედაუბრუნდა.
გურჯაანის "ყველაწმინდა"
VIII-IX საუკუნეების ქართულიხუროთმოძღვრების("გარდამავალი ხანის")უმნიშვნელოვანესი ძეგლი -ღვთისმშობლის მიძინებისეკლესია, ე. წ. "ყველაწმინდა". გურჯაანის ყველაწმინდაერთადერთი ორგუმბათიანიეკლესია საქართველოში ეს თემადამახასიათებელიაშემოქმედებითი ძიების ხანისთვისთუმცა შემდგომში განვითარებავეგარ ჰპოვა. ტაძარი ნაგებია რიყის. ქვის სწორი რიგებით, კუთხეები დადეკორატიული ნაწილები - შირიმის თლილი კვადრებით. თაღები, კამარები, დასაყრდენბი ბოძები ამოყვანილია კვადრატული აგურით. რთული გეგმისნაგებობის ზოგი ნაწილი ორ სართულადაა განლაგებული. ნავები გაყოფილიაბოძების ორი წყვილით. ორფერდა სახურავით გადახურული შუა მაღალი ნავი,რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით ბოლოვდება, დაყოფილია სამკვადრატად. განაპირა კვადრატებზე შეკრული კამარებით დაგვირგვინებულიდაბალი, რვაწახნაგა გუმბათის ყელებია აღმართული. მთავარ ნავს სამხრეთ დაჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული გვერდის ნავები, მათ თავზემოთავსებული ფართო გარსშემოსავლელი სამი მხრიდან ერტყმის ცენტრალურნავს. თუმცა გარედან შენობა მარტივადაა დამუშავებული, წინა ხანის ძეგლებთანშედარებით მაინც იგრძნობა დეკორატიული ტენდენციების გაძლიერება,სხვაგვარია (უფრო აზიდულია) შენობის პროპორციებიც.
შუამთა
შუამთა ძველი, ქართულიხუროთმოძღვრული ანსამბლითელავის რაიონში, მდებარეობსტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე.ანსამბლში შედის: V საუკუნისბაზილიკა, ქრისტიანულიარქიტექტურის ერთ-ერთისაყურადღებო ნიმუშისაქართველოში. VII საუკუნისგუმბათოვანი ეკლესია, მცხეთისჯვრის ტიპისა, თუმცა უფროპატარა (შემცირებულია აფსიდებისა და ბემების სიღრმე, გუმბათის ყელისმნიშვნელობა გაზრდილია, ტრომპების კონსტრუქცია ნათლად არისგამოვლენილი). VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. გეგმით ისიც ჯვრისტიპისაა, მაგრამ აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები და ბემები. ორივე ღერძიტოლია.სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულიაშირიმი. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მისმახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინგურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. აგურით ნაგები ეკლესიაგეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით - მოხატული. შემონახულიაქტიტოტების პორტრეტები. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედისსამრეკლო და სხვა ნაგებობანი.
No comments:
Post a Comment