კახეთის ისტორია
კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ძველი წელთაღრიცხვის XII საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში დიაოხის განადგურების შემდეგ წარმოიქმნა რამდენიმე ტერიტორიული ერთეული, რომელთა შორისაც იყვენენ კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის სამამასახლისოები, თუმცა ისტორიკოსთა გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ჰერეთში სახლობდნენ საქართველოს აღმოსავლეთით მცხოვრებ ალბანელებელთა ნაწილი, რომელმაც შემდგომ ქართლიზაცია განიცადა. სამივე ეს სამამასახლისო ოდითგანვე იბერიის სამეფოს ნაწილი იყო. ფარნავაზის მეფობისას კახეთი უკვე საერისთავოდ გარდაიქმნა, ამავე პერიოდში მან კუხეთიც მოიცვა, ეს გაერთიანება ბუნებრივად მოხდა. VII-VIII საუკუნეებში ქართლის სამეფოში შემავალი კახეთი არაბების მიერ იქნა დამორჩილებული. VIII საუკუნის მეორე ნახევარში არაბული წყაროები ქართლს (ჯურზან) და სანარიას, რაც ამ დროს კახეთს გულისხმობს უკვე ცალცალკე ასახელებენ.[
No comments:
Post a Comment